ტყიბულელ მოკრივეთა წარმატებები

  ქალაქ საჩხერეში ჩატარდა, ჭაბუკ ჭიღლაძის სახელობის, საერთაშორისო ტურნირი კრივში. მასში მონაწილეობდა 100-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან. შეჯიბრებაში ჩართული იყო ტყიბულის გუნდი 4 მოკრივით, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს. პირველი ადგილები 36 კგ წონით კატეგორიაში - ლუკა ილურიძემ, ხოლო 41,5 კგ-ში თემურ ჩქიმიკოჩამ მოიპოვეს, მესამე ადგილებზე კი, 52 კგ წონით კატეგორიაში - გარი ჯანგიანი, ხოლო 65 კგ-ში, მამია ობოლაძე,  გავიდნენ.

  გამარჯვებული და პრიზიორი მოკრივეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდი ტურნირისათვის სპორტის ოსტატმა, გია დვალმა, მოამზადა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია