IMG_20180708_155124

ტყიბულელი ძიუდოისტების წარმატება

  7-8 ივლისს ბათუმში გამართულ სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირზე, ჭიდაობა-ძიუდოში, ძიუდოს კლუბ ,,გელათის“ აღსაზრდელმა, გიორგი ავალიანმა (მწვრთნელი დიმიტრი მარგველაშვილი), 26 კგ. წონით კატეგორიაში, 2007-09 წ.წ. დაბადებულთა შორის, დაიკავა II ადგილი. ასევე, ტყიბულის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა, ალექსანდრე კუბლაშვილმა (მწვრთნელი გია ობოლაძე), 60 კგ წონით კატეგორიაში, 2005-06 წ.წ. დაბადებულთა, შორის მოიპოვა III საპრიზო ადგილი.

  გამარჯვებული სპორტსმენები ტურნირის ორგანიზატორებისაგან შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მარი ბაბუხადია