საფეხბურთო კლუბის, „მეშახტის,“ საწვრთნელი ბაზის, ე.წ. ძველი სტადიონის, რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილესთან, გიორგი ლომთაძესთან და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი ადგილზე მოინახულა და დაათვალიერა. ხელმძღვანელი პირები აქ უკვე დასრულებულ და ასევე, მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ და შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის, შ.პ.ს. „ელიტმშენის,“ წარმომადგენლებს იმ პროექტის დეტალებზე გაესაუბრნენ, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 80 ათასამდე ლარის ფარგლებშო ხორციელდება.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “ტყიბულელები „მეშახტეს“ აღდგენილ სტადიონზე უქომაგებენ”
კომენტარები გამორთულია