80255872_3272830599453726_2215869182438801408_o

,,ტყიბულას“ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ქალაქ ტყიბულში, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე მდინარე ,,ტყიბულას“ არსებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 377 გრძ.მეტრ მონაკვეთზე ბეტონის გარსაცმი ეწყობა. საქმიანობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „სარტყელი,“ აწარმოებს.

  მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 141 ათას 268 ლარი იხარჯება. სამუშაოები სექტემბრის თვეში დაიწყო და მათი დასრულების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია.

მარი ბაბუხადია