„ტყიბულას“ დაზიანებული ჯებირის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, შესაბამისი დარგის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამსახურდიას ქუჩაზე მდინარე „ტყიბულას“ დაზიანებული ჯებირის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ამისათვის ცენტრალური მთავრობიდან 378 ათას 490 ლარია გამოყოფილი.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია