სწრაფ ცურვაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ტყიბულის საცურაო აუზზე, სწრაფ ცურვაში, შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომითა და მხარდაჭერით, ჩაატარა.

ტურნირს ორგანიზება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუწია. შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადანაწილდა საპრიზო ადგილებიც. ისინი გამგეობისაგან ფასიანი საჩუქრებით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისაგან კი, - მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

                                                                                                                                                                                                                                                                მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “სწრაფ ცურვაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

  1. Уведомление: 1pavilion

კომენტარები გამორთულია