„სული-აღმაშენებელი“ - ამ სახელწოდებით ლიტერატურული საღამო გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. აღსაზრდელებმა XI-XII საუკუნეების საქართველოს, ოქროს ხანის შესახებ, ისტორიული ცნობები შეაგროვეს და მისი პრეზენტაცია მოაწყვეს. მეფე დავითის ღვაწლის ამსახველი გამხატვრულებული ფოტო და ვიდეომასალა სლაიდების სახით იყო ნაჩვენები. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია