ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შ.პ.ს. ,,ჯორჯიან ფორ ვეტერანს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ომების მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის იგეგმება მომსახურების სხვადასხვა სფეროში ფასდაკლების სისტემის შექმნა.
ფასდაკლების ბარათების დამზადების მიზნით ომებისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა (სამამულო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეების, ომთან გათანაბრებულები, მარჩენალდაკარგულები) წარმოადგინეთ პირადობისა და ვეტერანის მოწმობების ასლები და შეავსეთ განცხადების ფორმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი N3, მე-3 სართული.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
1 კომენტარი “სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება”
კომენტარები გამორთულია