სპორტის სასახლის რეაბილიტაციის ბოლო _ მესამე ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის, პირადი ინიციატივით, შედგა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი და შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ: წყალმომარაგების, საქენერგოს, ტექნიკური ზედამხედველობის, საპროექტოსა და შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები.
კომპეტენტურმა პირებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე დეტალურად დაათვალიერეს მშენებლობის დროს გამოკვეთილი ხარვეზები. მათ შორის, _ გადახურვასთან დაკავშირებული პრობლემები.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია