სპორტის სასახლემ კუნგ-ფუში იმერეთის ჩემპიონატს უმასპინძლა

  გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, იმერეთის პირველობა კუნგ-ფუში ახლადრეაბილიტირებულ სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა და კუნგ-ფუს სკოლამ გაუწიეს. შეჯიბრებაში 75-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, შალვა გაბრიაძესთან ერთად, დაესწრო. გამარჯვებული წელსაც ტყიბულის სპორტული ცენტრის ნაკრები გახდა.

ნათია მურუსიძე 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.