„სპექტრის“ პროექტების განხილვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

  გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნარჩენების დახარისხებული შეგროვებისა და მართვის პროექტის მიმდინარეობასა და შედეგების შეჯამებას, ასევე მოსახლეობის ამ კუთხით ინფორმირებულობას ეხებოდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრისა“ და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა. მის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე და სხვადასხვა შენობებში განთავსდა პლასტმასის ნარჩენებისა და მაკულატურისათვის განკუთვნილი კონტეინერები.

  ღონისძიებაზე „სპექტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ქეთევან ცხაკაიამ დააანონსა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის რომელიმე საბავშვო ბაღში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ცხელი წყალმომარაგებისათვის ჰელიოსისტემა მოეწყობა.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “„სპექტრის“ პროექტების განხილვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

  1. Уведомление: 2elocution

კომენტარები გამორთულია