სპექტაკლის, „ღამურას,“ პრემიერა მოსწავლეთა სასახლეში

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრმა მოზარდმაყურებელს სპექტაკლის, „ღამურას,“ პრემიერა აჩვენა. ნორჩმა მსახიობებმა, აკაკი წერეთლის ცნობილი პოემის სიუჟეტი გააცოცხლეს, მხატვრულად გაფორმებული კოსტუმებით, სხარტი ოსტატური მეტყველებითა და ჟესტიკულაციით სხვადასხვა გმირები განასახიერეს.

  თეატრს, „ზღაპრების სამყაროს,“ სასახლის პედაგოგები, ნუგზარ დათიაშვილი და ნინო აბესაძე ხელმძღვანელობენ. ისინი მომავალში კიდევ არაერთ წარმოდგენას ჰპირდებიან პატარებს.

ნათია მურუსიძე 

კომენტარები გამორთულია