82961896_550456398872540_8864344463472852992_o

სპექტაკლის პრემიერა ტყიბულის თეატრში

კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურ თეატრში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის, ,,პრინცესა ცერცვის მარცვალზე,“ მოტივებზე აგებული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. როგორც მოწვეულმა რეჟისორმა, ეკატერინე სირაძემ, აღნიშნა, ეს წარმოდგენა მან პირველად ტყიბულის თეატრის სცენაზე დადგა და ადგილობრივი მაყურებლისათვის გააცოცხლა ყველასათვის საყვარელი ცნობილი ზღაპრის გმირები და საინტერესო ამბავი სამეფო ოჯახსა და პრინცზე, რომელიც ეძებს ნამდვილ პრინცესას.

მოწვეულმა და ადგილობრივმა  მსახიობებმა: მარინა ბრეგაძემ, თინათინ ნემსაძემ, ნათია ხაბურზანიამ, მარიამ გვენეტაძემ, ნიკოლოზ დონაძემ, გიორგი ქართველიშვილმა და თორნიკე გოტიაშვილმა მაყურებელს განსაკუთრებული მხიარული განწყობა შეუქმნეს და ისინი ამოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში.  ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის მსახიობები თინათინ ნემსაძე და  გიორგი ქართველიშვილი  სპეციალურად  მოიწვიეს, ხოლო ნიკოლოზ დონაძე და მარიამ გვენეტაძე  ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც  წარმოდგენისათვის   საგანგებოდ  შეირჩნენ და რეჟისორის თქმით სპექტაკლი თეატრში თვის ბოლოსათვის განმეორებით გაიმართება.

მარი ბაბუხადია