biblioteka

სოხუმის დაცემის დღეს N2 ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

  27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 22 წლის წინ ქვეყანამ უდიდესი ტრაგედია გადაიტანა. ამ თარიღს მიეღვნა ღონისძიება, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის N2 საქალაქო საბავშვო ბიბლიოთეკამ გამართა. ლექსები და სიმღერები პატრიოტულ თემატიკაზე სტუმრებს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარუდგინეს, რომელთა შორის კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები და სოხუმიდან დევნილი ქალბატონი იყვნენ.

ნათია მურუსიძე