muxura03

სოფლის პროგრამით მუხურაში „მუჯირეთის შემოვლითი გზა“ აღდგება

  ქვეყნის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აქტიურად ხორციელდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის 433 ათას 143 ლარია გამოყოფილი, რომელიც 9 ტერიტორიულ ორგანოსა და მასში შემავალ სოფლებზე გადანაწილდება.მუხურაში სოფლის კრებაზე შეკრებილ მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელი პირები ჩავიდნენ და მათ პროგრამის  დეტალები გააცვნეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით წელს მუხურაში თერჯოლის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ე.წ „მუჯირეთის შემოვლითი გზა“ აღდგება, რისთვისაც 50 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

ნათია მურუსიძე