სახელმწიფომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისათვის 2 560 075 ლარი გამოყო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, თავმჯდომარეობდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, ესწრებოდა. დღის წესრიგით ერთი საკითხი იქნა განხილული. მოხსენება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, გააკეთა. როგორც მან განმარტა, მიმდინარე წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2 მილიონ 560 ათას 075 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ჩვენს მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა, 86 ათასი ლარი „მეშახტის“ სტადიონის რეკონსტრუქციისათვის მიმართოს, რაშიც დიდი წვლილი და ძალისხმევა, იმერეთის მხარის გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძესა და ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს, მიუძღვით.

  საკრებულომ დადგენილების პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია