სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მხარდაჭერა გამოუცხადა ტყიბულელ მეშახტეებს

გაფიცვის მე-12 დღეს, როგორც მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტმა დააანონსა, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 14 საათზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და მიტინგზე სიტყვითაც მიმართა მშრომელთა კლასს.
იგი ამ წუთებში საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას სასუბროდ, მაღაროელების რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად, ხვდება.
სახალხო დამცველმა საჯარო გამოსვლისას გამგეობის წინ შეკრებილ მეშახტეებს სიტყვით მიმართა: „- რაც აქ ხდება ეს არის სოციალური პრობლემა და არა, - კერძო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ ტყიბულს, ეს საქართველოს პრობლემაა.. ასეთივე ვითარებაა ჭიათურაშიც, ბოლნისშიც და ძალიან ბევრ ადგილზე... ევროინტეგრაცია არ არის მარტო უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ევროინტეგრაცია ზუსტად აქედან იწყება. სწორედ, აქ უნდა შეიქმნას ელემენტარული შრომის პირობები ადამიანებისათვის... აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამისათვის..."

ნანა რაზმაძე

01 04 03 02

 

 

 

1 კომენტარი “სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მხარდაჭერა გამოუცხადა ტყიბულელ მეშახტეებს

  1. Уведомление: 3agency

კომენტარები გამორთულია