საწირეში სალაშქრო სეზონი - 2016 გაიხსნა. 22 – დან – 25 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტში,
კურორტის, საწირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალსოფლის წყალსაცავის სანაპიროზე სეზონს გახსნის, სადაც სპორტული და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ფესტივალი გაიმართება. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა ფეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად წყალსაცავის სანაპირო ზოლზე დაბანაკებული მოლაშქრეები მოინახულა და მათ გაესაუბრა.
ნანა რაზმაძე
1 კომენტარი “საწირეში სალაშქრო სეზონი გაიხსნა”
კომენტარები გამორთულია