საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფელ საწირეში, ისე როგორც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სოფლებში, საზოგადოებრივ ცენტრს აშენებს. აქ მოსახლეობას საშუალება მიეცემა 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლოს ადგილიდან გაუსვლელად. მშენებლობის პროცესი მესამე თვეა, რაც მიმდინარეობს და იგი იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საზოგადოებრივი ცენტრის გარშემო კი ეზოს კეთლმოწყობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახორციელებს, რისთვისაც 51 ათას 541 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ინდ. მეწარმე „რატი ცერცვაძე“ აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ტერიტორიის მოწესრიგება, მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედელი, ტროტუარები, პარკირება. შეიღობება ეზო, დამონტაჟდება გარე-განათებები, დაიდგმება ძელ-სკამები და სანაგვე ურნები.

  მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს  გაეცნო, სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა და იქ დასაქმებულ მუშა-ხელსაც გაესაუბრა.

  აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრო ტყიბულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას გეგმავს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.