საცირკო სანახაობა გერმანელი კლოუნების მონაწილეობით

  ტყიბულის ,,შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" ამფითეატრის სცენაზე გერმანელმა კლოუნების ჯგუფმა საცირკო სანახაობა გამართა. პატარა მაყურებლებმა ფერად კოსტიუმებში გამოწყობილ მსახიობებთან ერთად, ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო მხიარულ გარემოში გაატარეს.

  ჯამბაზების ჯგუფი ბავშვების გასახარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ პერფორმანსებს. ,,კლოუნები საზღვრების გარეშე" არის ხელოვანთა ინიციატივა და იდეა, იუმორითა და სიცილით უკეთესობისკენ შეცვალოს ბავშვების ემოციური მდგომარეობა.

  ჩვენს ქალაქში აღნიშნული ღონისძიება ა.(ა).ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით მოეწყო.

42975851_343545456190014_6828271412432601088_n 43001589_343545286190031_4871142531762487296_n 43025685_343544836190076_1824334410342727680_o 43070540_343545252856701_363011739664515072_o 43096458_343545196190040_6241095751812775936_o

232 thoughts on “საცირკო სანახაობა გერმანელი კლოუნების მონაწილეობით

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.