ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის რაგბში, „ბე“ ლიგის გუნდებს შორის, სადაც ერთმანეთს ტყიბულის „გელათი“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ტურნირი ოთხ ტურად გაიმართება. ამჟამად, II ტურის თამაშები მიმდინარეობს.
პირველი შეხვედრა 2001-02 წ.წ. დაბადებულ ტყიბულელ მორაგბეებს ზუგდიდის გუნდთან ჰქონდათ, რომელიც ანგარიშით 50 : 5 დაასრულეს. მეორე კი, ქუთაისის „აიასთან,“ 17 : 12 მოიგეს. სულ ექვსი თამაში ჩატარდება, სადაც სამი საუკეთესო, III ტურში, დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ტყიბულის „გელათი“ სულ სამი წელია, რაც არსებობს რაგბის სკოლის დირექტორის, როზბერტ ობოლაძის, ძალისხმევით. გუნდს კვალიფიცირებული, ლიცენზირებული მწვრთნელი, მამუკა ჯანაშია, ავარჯიშებს. 13 მაისს, ჩვენი სპორტსმენები სურამში, II ტურის ფარგლებში, გასვლით შეხვედრას გამართავენ, რისთვისაც სათანადოდ ემზადებიან.
ნათია მურუსიძე
86 thoughts on “საქართველოს პირველობა რაგბში”
კომენტარები გამორთულია