26maisi+++

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტყიბულში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტყიბულში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტულმა ცენტრმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის კროსში შეჯიბრება მოაწყო, რომელშიც გამოვლენილი გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

  დამოუკიდებლობის დღეს მუნიციპალიტეტის თეატრმა კონცერტი, სათაურით, - „უკვდავი სული,“ მიუძღვნა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები „ცხრაჯვარი“ და „ოკრიბა“ და დასის მსახიობები.

  ზეიმზე ტყიბულელ წარმატებულ სპორტსმენს, საქართველოს ჩემპიონს ქართულ ჭიდაობაში და ნაკრების წევრს ძიუდოში, ილია სულამანიძესა და მის მწვრთნელს, გრიგოლ სოფრომაძეს, გამგეობისაგან გადაეცათ დიპლომები და ფულადი ჯილდოები, - 500 - 500 ლარის ოდენობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილეები, თვითმმართველობის ორგანოთა უფროსები და სხვა წარმომადგენლები.

მარი ბაბუხადია