სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა

14 სექტემბერს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლას გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ეწვია და მოსწავლეებსა და პედაგოგებსა ეს დღე მიულოცა.

წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს 176 პირველკლასელი ჰყავს. მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან საჩუქრად „ლენოვოს" ფირმის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია