ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტი მეორედ ჩაერთო. მასში მონაწილეობას ღებულობენ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.
ტურნირი ტყიბულში №2 საჯარო სკოლაში გამართული კალათბურთის ტურით გაიხსნა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ქალაქისა და სოფლების - სოჩხეთის, ორპირის, ხრესილის, გელათისა და კურსების საჯარო სკოლების 2000-02 წ.წ. დაბადებული მოსწავლეები. გამარჯვება გოგონათა შორის ორპირის, ხოლო ვაჟებში, კი №1 საჯარო სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.
ოლიმპიადა ჩვენს მუნიციპალიტეტში გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
შეხვედრები მოეწყობა, ასევე, სპორტის სხვადასხვა სახეობებში - ფრენბურთში, მინი ფეხბურთში, გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ სტარტებში. გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონის პირველობაზე გაემგზავრებიან.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია