006

სასკოლო საჩუქრები ადგილობრივი თვითმმართველობისაგან

  ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა და 2006 წლიდან დღემდე შახტში გარდაცვლილ მეშახტეთა შვილებს (პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით) ადგილობრივი თვითმმართველობისაგან საჩუქრად სასკოლო ჩანთები და სხვა  სასწავლო ნივთები გადაეცათ.

  აღნიშნული აქტივობა 2018 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

  ასაკის შესაბამისად შერჩეული და დაკომპლექტებული სასკოლო ნივთები სულ 27-მა ბენეფიციარმა მიიღო.

  ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. მას მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერიის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

მარი ბაბუხადია

001 002 003 004 005 007 008 009 0010 0011