საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გრძელდება. შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთში სპორტის სასახლეში გაიმართა. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N4, N6, N7 და ასევე სოჩხეთის, ორპირის, კურსების, საწირისა და ცუცხვათის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიებაში სულ 2002-03-04 წ.წ. დაბადებული მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 13 გუნდი მონაწილეობდა, მათგან 8 - ვაჟთა, ხოლო 5 - გოგონათა შემადგენლობით. თითოეულ ჯგუფში 4 მოასპარეზე იყო და მას თან ახლდა ერთი მწვრთნელ-მასწავლებელი. შეჯიბრი, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართა, როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა კატეგორიაში ატარებდა გუნდურ ხასიათს.
ფინალში ერთმანეთს გოგონებში N7 და კურსების, ხოლო ვაჟებში N1 და N7 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. ორივე კატეგორიაში გამარჯვება N7 სკოლის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. მონაწილე გუნდების საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება, მსაჯების შერჩევა და სათანადო ინვენტარით აღჭურვა, სპორტულმა ცენტრმა უზრუნველჰყო.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები, ასევე გაიმართება ხელბურთში, ბადმინტონში, მინი-ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში. სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ შეხვედრებში.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია