შთამბეჭდავი გამოფენითა და სიახლეებით წარდგა დამთვალიერებლის წინაშე ტყიბულის სამხატვრო სკოლა, სადაც კურსდამთავრებულთა 70-მდე, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული, ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.საგამოფენო სივრცეში მინის მხატვრული დამუშავებით შექმნილი ულამაზესი ვიტრაჟების, დიზაინისა და თექის ნიმუშების გვერდით, ქვიშაზე ხატვის ცოცხალი პროცესი მიმდინარეობდა. მნახველთა საერთო აღფრთოვანება მხურვალე ტაშსა და ოვაციებში იყო გამოხატული. სტუმართა შორის იმყოფებოდნენ _ ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, სხვა ოფიციალური პირები, ასევე, – ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია