ბერძნული სამედიცინო ფონდის „ჰიპოკრატეს“ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტში სკრინინგის პროგრამა ხორციელდება, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აფინანსებს.
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ რეგიონში რეგისტრირებულ 40 - დან 70 წლამდე ასაკისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამით - 25 - დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს. გარდა ამისა, მოხდება 50 - დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში პროსტატის კიბოს სკრინინგი. კვლევაში მონაწილე მოსახლეობამ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პროექტის განხორციელების თარიღებია:
30.06.2015 - საწირე
01.07.2015 - ხრესილი
02.07.2015 - ორპირი
03.07.2015 - კურსები
07.07.2015 - გელათი
08.07.2015 - ცუცხვათი
09.07.2015 - ჯვარისა
10.07.2015 - სოჩხეთი
14.07.2015 - გურნა
15.07.2015 - მუხურა
16 - 17 ივლისი 2015 წლის - ქალაქი ტყიბული; ელენე ლეშკაშელის სახელობის N1 საბავშვო ბაგა - ბაღის შენობა
მიღების საათები 11 - დან 17 საათამდე.
მადონა ქასრაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
კომენტარები გამორთულია