საკრებულოში რიგით 12-ე სხდომა გაიმართა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით 12-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. შეხვედრას დეპუტაციასთან ერთად გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მისი მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგი 8 საკითხისაგან შედგებოდა. კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, რვავე პროექტი დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

ნათია მურუსიძე 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.