საკრებულოში გამართულ სხდომას ამავე ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. შეხვედრას, დეპუტატებთან ერთად, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების უფროსები და გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ესწრებოდნენ. დღის წესრიგის მიხედვით ხუთი საკითხი იქნა განხილული.
გამგეობის რამდენიმე სამსახურის უფროსის 2016 წლის ანგარიშს დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცეს. სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, თენგიზ თევზაძემ, წარმოადგინა. საკრებულოს შემადგენლობამ ხუთივე პროექტი არსებული სახით დაამტკიცა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია