საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე უწყების თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. შეკრებას ესწრებოდნენ გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების უფროსები.

  სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული 6 საკითხი იქნა განხილული, რომელთაგანაც პირველი მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში 2015 წლის 22 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა.

  დღის წესრიგის მიხედვით წარმოდგენილი საკითხები საკრებულომ კენჭისყრის შედეგად მიღებულად სცნო.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

  1. Уведомление: 1oppressor

კომენტარები გამორთულია