საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი დამტკიცდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგით, განსახილველად, შვიდი საკითხი იყო მომზადებული. ტყიბულის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის წესი იქნა დამტკიცებული. ასევე შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის. კენჭი ეყარა ასევე, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. გელათის მაღაროს დასახლების ტერიტორიისათვის სტატუსის გარკვევის საკითხთან დაკავშირებით. სხდომის ბოლოს დეპუტატებმა ა.(ა).ი.პ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის მიერ გაწეული ექვსი თვის სამუშაო ანგარიში მოისმინეს.

ნათია მურუსიძე

 

46 thoughts on “საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი დამტკიცდა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.