საკრებულოს სხდომაზე ექვსი საკითხი დამტკიცდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით შეხვედრაზე განსახილველად ექვსი საკითხი იყო გატანილი.

  ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. განხილულ იქნა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ტყიბულში 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რისთვისაც დაფინანსების შემთხვევაში, 3 მილიონ 380 ათასი ლარი დაიხარჯება. ძირითადი მიმართულებები - ქალაქისა თუ სოფლების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოებისა და აქ არსებული ლიფტების განახლებაა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.