03

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

  ტყიბულის მუნიციპალიტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კუბლაშვილი, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის I მოადილე, გიორგი ლომთაძე და დეპუტატები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით 3 საკითხი იქნა განხილული. განკარგულების ორი პროექტი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სააგიტაციო მასალის განთავსებისათვის სპეციალური ადგილების გამოყოფასა და, საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით, საარჩევნო სუბიექტებზე შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ გამოყოფას შეეხებოდა. საარჩევნო მასალის გაკვრა ნებადართულია საერთო სარგებლობის შენობა-ნეგებობებზე, რომელთა ჩამონათვალიც განსაზღვრულია. რაც შეეხება ღონისძიების გამართვას, ამისათვის პარტიებს ტყიბულის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობებით სარგებლობა შეეძლებათ.

  მესამე საკითხი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის N48 87 განკარგულებაში ცვლილებების შეტანას მოიცავდა, რომლის შესაბამისადაც, სავარაუდოდ, მოხდება ქ. ტყიბულში, შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა და მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რიცხვის გაზრდა, სადაც რეაბილტაციაა დაგეგმილი. განკარგულების პროექტი დეპუტატების მიერ მოწონებულ იქნა.

ნათია მურუსიძე

01 02 04 05 06