ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგითი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის მოადგილეები, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით 7 საკითხი იქნა განხილული, რომელთაგან პირველი - 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხებოდა. აქედან, ხარჯვით ნაწილში შემცირდა არაფინანსური აქტივების ზრდის, სოციალური უზრუნველყოფისა და სუბსიდიების მუხლები 473,9 ათასი ლარით, ხოლო გაიზარდა ცალკეული მუხლები - 953,7 ათასი ლარით, რაც ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის, 479, 8 ათასი ლარის, მატების ხარჯზე მოხდა.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმისა და ნუსხის დამტკიცებაში ცვლილებები შევიდა. ნუსხას დაემეტა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, ძმები ვარდოსანიძეებისა და დუმბაძის ქუჩებზე. ხოლო გეგმის დანართით აუქციონზე გავა მეორადი ალუმინის სახურავი - 500 ერთეული და მეორადი მოთუთიებული სახურავი - 60 ცალი. კიდევ ერთი განკარგულების პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას შეეხებოდა. ეს არის ტყვარჩელის ქუჩაზე არსებული ყოფილი ვეტერინარული ლაბორატორიის შენობის ტერიტორია.
დეპუტატებმა ა.(ა).ი.პ. „კომუნალური გაერთიანებისა“ და შპს საფეხბურთი კლუბ „მეშახტის“ დირექტორების მიერ, 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. დაისვა შეკითხვები საინტერესო საკითხების ირგვლივ. საკრებულომ ორივე განკარგულების პროექტი ცნობად მიიღო.
ბოლო მე-7 საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმაში ცვლილებების შეტანას მოიცავდა.
დეპუტატებმა თითოეულ პროექტს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია