საკრებულოზე ექვსი პროექტი დამტკიცდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც ექვსი საკითხი განიხილეს. შეხვედრას თავმჯდომარის მოადგილე, ბონდო კუბლაშვილი, უძღვებოდა. დეპუტაციამ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისაგან, 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში მოისმინა, ამავე პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ სათითაოდ ისაუბრეს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა.
სხდომამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების გეგმაც დაამტკიცა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია