საკონსულტაციო შეხვედრა გენდერულ საბჭოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები, ექსპერტი გენდერულ საკითხებში, მამუკა გაჩეჩილაძე, პროექტის კოორდინატორი, ნათია კაპანაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  მსჯელობა ჩვენს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისა და მისი ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთილი საჭიროებების  მიხედვით, გენდერული საბჭოს 2018-19 წლების  სამოქმედო გეგმის შედგენას შეეხებოდა, რომელსაც კონსულტაციას ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი" გაუწევს. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, მოხდა რეკომენდაციების განხილვა, რომლებიც შემდგომ გათვალისწინებული იქნება სამოქმედო გეგმაში. დაისვა შეკითხვები საინტერესო თემების ირგვლივ, რომლებზეც სტუმრებმა სათანადო პასუხები გასცეს.

  შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციისა და თანასწორობის საკითხების შესახებ. ასევე,  აქცენტები გააკეთეს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.

ნათია მურუსიძე

02l 03l 04l 05l 06l 07l 010l

კომენტარები გამორთულია