საინფორმაციო შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებით

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადმინისტრაციული ერთეულების, მერიის სამსახურების, ა.(ა).ი.პ-ების, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორმა, მადონა ქასრაძემ შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, გააცნო საქართველოსა და მსოფლიოში დღეს არსებული ვითარება, ისაუბრა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ, გადაცემის გზებზე, თვითიზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებების მნიშვნელობაზე, ასევე, იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლის გატარება და დაცვა აუცილებელია COVID-19-ის გავრცლების თავიდან ასაცილებლად.

  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.