sapatio2

საზოგადოება ტყიბულის საპატიო მოქალაქეების კანდიდატურებს ასახელებს

  სახალხო დღესასწაულის, „ტყიბულქალაქობის,“ საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა 5 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. ეს ტრადიცია ღირსეულად გრძელდება და ქალაქი ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება. 

  ზეიმის კულმინაცია, სხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, ამჯერადაც, საპატიო მოქალაქეების დასახელება და მათი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება.

  ამ ღირსეული წოდების მისანიჭებლად, ღვაწლმოსილი ადამიანების კანდიდატურების შერჩევის მიზნით, საინფორმაციო ცენტრის გადამღებმა ჯგუფმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოაწყო.

მარი ბაბუხადია