79185445_3266709183399201_5912428679476019200_o

საზეიმო ღონისძიება ბავშვებისათვის

  მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ბავშვთა და ყრმათა მფარველის, წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატარებისათვის საზეიმო ღონისძიება - „ნაძვის ხის გარშემო,“ გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ მუნიციპალური თეატრის დასის მსახიობები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბავშვთა გაერთიანება „ბასტი-ბუბუ“ და საჯარო სკოლების, როგორც დაწყებითი, - ისე უფროსი კლასების მოსწავლეები.

  მონაწილეებმა საგანგებოდ ამ დღისთვის მორთულ დარბაზში მოწვეულ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებსა და საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს ბარბარობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ბავშვები თოვლის ბაბუასთან, თოვლის გოგონასთან  და  საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებთან შეხვედრამ ძალიან გაახარა. პატარებმა  მონაწილეებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს, იმხიარულეს და თემატური ლექსებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული. ზეიმის დასასრულს ყველა სტუმარ ბავშვს საახალწლო საჩუქარი გადაეცა.

  ღონისძიება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნატალია კობახიძის, ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. აქტივობას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. ზეიმის პროგრამისა და სცენარის ავტორობა კი,- ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს, მაია ბრეგაძეს, ეკუთვნის.

მარი ბაბუხადია