80821271_3294189947317791_9197967283824099328_o

საახალწლო საჩუქრები უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის

  წინასაახალწლოდ, ტყიბულის უფასო სასადილოში, ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ. ხელმძღვანელმა პირებმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ტკბილეულითა და სხვა საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

  აღნიშნული  ტრადიციად ქცეული აქტივობა, როგორც წინასაახალწლოდ, ისე სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხადაჭერითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება.

მარი ბაბუხადია