საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლამ ტრადიციული გამოფენა მოაწყო, რომელიც, ამჯერად, საახალწლო თემატიკას ეხმიანებოდა. მცირე დარბაზში 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელშიც I და II კლასების მოსწავლეები, სულ 46 მოზარდი, მონაწილეობდა. ნახატებში ფერწერული ნიმუშები ჭარბობდა, სადაც ზამთრის პეიზაჟები სათანადო ფერებითა და ინდივიდუალური ხედვებით იყო გადმოცემული.

  სახელოვნებო სივრცეში წინასაახალწლო განწყობა შესვლისთანავე იგრძნობოდა. სხვადასხვა მასალით შესრულებული კომპოზიციები სადღესასწაულო თემატიკას გადმოსცემდა. მათ შორის, ხელნაკეთი მუყაოსა და „პენოპლასტის“ ფიგურები. გარდა ამისა, ქვასა და ხეზე გუაშით შესრულებული ნამუშევრებიც გამოიფინა.

  დამდეგ ახალ წელს სკოლა განახლებული გარემოთი ხვდება. ნახატებისათვის განკუთვნილი  სტენდი აქ მთლიანად შეიცვალა.

  გამოფენის დათვალიერების შემდეგ სკოლის ხელმძღვანელმა, მირზა ჭელიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თითოეული მონაწილე სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.

ნათია მურუსიძე

IMG_5408 IMG_5417 IMG_5435 IMG_5442 IMG_5447 IMG_5453 IMG_5454 IMG_5463 IMG_5480 IMG_5482

კომენტარები გამორთულია