რუსუდან გვენეტაძე: „გამართული სახელმწიფო კანონმდებლობა – შრომისა და ცხოვრების უკეთესი პირობები"

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი 27

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“

  რუსუდან ოთარის ასული გვენეტაძე, დაიბადა 1955 წლის 11 თებერვალს, ქ. ტყიბულში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის N102 საშუალო სკოლა. 1977 წელს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით.

  1978-83 წ.წ. სწავლობდა კიევის პესტიციდებისა და პოლიმერული ნაწარმის ჰიგიენის საკავშირო ინსტიტუტში, სადაც მიენიჭა დოქტორის წოდება.

  1975-86 წ.წ. მუშაობდა შრომის, ჰიგიენისა და პროფდაავადებათა ინსტიტუტში ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანლად. 1988-96 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის კათედრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1994 წლიდან კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სრული პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია.

  1996-99 წ.წ. ინვალიდთა დეპარტამენტის რეაბილიტაციისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელია. 1999-2005 წ.წ. შ.პ.ს. „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ცენტრალური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელია. 2008-11 წ.წ. ქართულ-გერმანული „Dr. Rodger laboratory-ს“ ხელმძღვანელია. 2009 წლიდან დღემდე „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელია. 2012 წლიდან დღემდე „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოების“ დამფუძნებელ-თავმჯდომარეა. 2015 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თსუ სარეზიდენტო პროგრამის „ლაბორატორიული მედიცინის“ დირექტორია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  ჰყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

  ვპირდები ჩემი მშობლიური კუთხის მოსახლეობას

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.