რუსთაველის ქუჩაზე ხეები გადაიბელა და სკვერი დასუფთავდა

  რუსთაველის N21 კორპუსის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე ტყიბულის კომუნალურმა გაერთიანებამ ოპერატიული სამუშაო განახორციელა. ეზოში მდებარე, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ხე საფრთხეს უქმნიდა აღნიშნულ ბინასა და მის მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფმა, სპეცტექნიკის გამოყენებით, გადაბელა რამდენიმე ძირი ჭადრის ხე. ასევე, პარალელურად განახორციელა კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის დასუფთავებაც.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.