„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული N6 სკოლის გუნდია

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ტრადიციულად ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომლის ფინალურ ეტაპზეც ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლებიდან საუკეთესო ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

  საკმაოდ აზარტული შეჯიბრის შემდეგ გამარჯვებული და სასახლის გარდამავალი თასის მფლობელი N6 სკოლის გუნდი, „მოზგები,“ გახდა. II ადგილი - კურსების, ხოლო III - გელათის სკოლებს მიეკუთვნა.

  პრიზიორებსა და ფინალისტებს ორგანიზატორებმა სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

ნათია მურუსიძე 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.