პროფკავშირების წარმომადგენლებმა მეშახტეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

  ტყიბულში მეშახტეებმა მორიგი აქცია თეატრთან გამართეს, სადაც მათ თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. შახტში დასაქმებულები საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობას ითხოვენ და ასევე, მის მიერ ოფიციალური დოკუმენტის გამოცემას, რაც მუშაობის განახლებამდე მათზე სახელფასო ანაზღაურების  გაცემის გარანტიას გულისხმობს. ისინი ასევე, მოითხოვენ „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, უსაფრთხო შრომის პირობებს და საწარმოო პროცესის აღდგენას.

   აქციაზე მეშახტეებთან გასასაუბრებლად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მივიდა.

  მეშახტეებისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად და მათ მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე. ასევე, რკინიგზის, ჭიათურის, ზესტაფონის,  მეტალურგთა, სამთო-ქიმიური მრეწველობის დარგობრივი, ახალგაზრდული მოძრაობის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

  „აუცილებლად უნდა ჩატარდეს სიღრმისეული კვლევა, თუ რა ხდება შახტებში შრომის უსაფრთხოების კუთხით და ამის შემდეგ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები ამ საფრთხის აღმოფხვრისათვის. მოხდეს აღნიშნული პროცესის გამო გაცდენილი დროის შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქ საწარმოო პროცესის განახლება. თუ სისტემურად არ შეიცვალა რაიმე, აზრი არ აქვს მუშაობის გაგრძელებას. ასევე, პროფკავშირები და მეშახტეები ვითხოვთ პრემიერის გაკეთებული ზეპირსიტყვიერი განცხადება, შახტის კონსერვაციის პერიოდში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, დაიწეროს, როგორც დოკუმენტი და მხარეების მიერ იქნას ხელმოწერილი. პარალელურად აუცილებელია მთავრობამ იფიქროს ტყიბულში სხვა დარგების განვითარებაზე, რომ ადამიანს ჰქონდეს არჩევანის საშუალება,“ - აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.

მარი ბაბუხადია

215_0599_01.MP4.Still237+ 215_0599_01.MP4.Still238= 215_0599_01.MP4.Still239l 215_0599_01.MP4.Still240l 215_0599_01.MP4.Still241l 215_0599_01.MP4.Still243l 215_0599_01.MP4.Still244l 215_0599_01.MP4.Still2351l 215_0599_01.MP4.Still2360l

1 კომენტარი “პროფკავშირების წარმომადგენლებმა მეშახტეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

  1. Уведомление: 3configuration

კომენტარები გამორთულია