13268496_1073841749352633_1244157721095280367_o

პროგრამა - „საქართველოს მოხალისე“

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისეს’’ განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

  პროექტის მიზანია:  მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

  პროგრამის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის  64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩა 128 მოტივირებული 17 - დან -25 წლამდე მოხალისე (თითო მუნიცილაპიტეტიდან 2 ახალგაზრდა.) მათ შორის, - ტყიბულიდანაც. ისინი 10- დან - 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-სემინარს და წლის ბოლომდე მიიღებენ ,,საქართველოს მოხალისის’’ სტატუსს. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში და ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში.(European Voluntary Service)

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური