,,ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!” - ელისო ჩაფიძე

  „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა" - საქართველოს კონსტიტუციაში ამ ტიპის ჩანაწერის გაკეთება აბსოლუტურად შეთავსებადია და არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე.


მისი თქმით, ამ თემაზე მმართველ პოლიტიკურ გუნდში დებატები გაიმართა და გადაწყვეტილებაც მიღებულია.
„ეს თემა აქტუალური გახდა იმ საკონსტიტუციო სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოში შევიდა და ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. მე, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებდი რაიმე კონკრეტული მეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ეს სასამართლოს განსახილველი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდეს საქართველოს კონსტიტუციაში და ამით დასრულდეს ის დებატები, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ცვლილებას და ასევე მჯერა, რომ ამის მომხრე იქნება ქართველი ერის ძალიან დიდი ნაწილი", - დასძინა პარლამენტარმა.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.