ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2014 - 15 სასწავლო წლის 14 წარჩინებული კურსდამთავრებულის, ათი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალოსნის დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში შედგა. ტრადიციულ ცერემონიალს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, კახაბერ კუპატაძე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე, დაჯილდოებულთა სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამგეობის ახალი ინიციატივით თოთხმეტივე კურსდამთავრებულს მედლებთან და სიგელებთან ერთად ფულადი პრემია - ასი ლარის ოდენობით გადაეცა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია