13301516_1073724209364387_4367860574589883895_o

ომის მონაწილეები მედიკამენტების შესაძენი ბარათებით დასაჩუქრდნენ

 ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა II მსოფლიო ომის 12-მა მონაწილემ, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისაგან მედიკამენტებისათვის განკუთვნილი ვაუჩერები და საქართველოს პრეზიდენტისაგან, მისალოცი ბარათები მიიღო. მათ გამგებლის მოადგილე, შალვა გაბრიაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მაია ხალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ და სასაჩუქრე და მისალოცი ბარათები პირადად გადასცეს.

მარი ბაბუხადია